20 ივლისის ღამეს რუსმა ოკუპანტებმა მიკოლაივზე იერიში მიიტანეს. 

დარტყმის შედეგად ხანძარი გაჩნდა ქალაქის ცენტრში მდებარე სამსართულიან საცხოვრებელ სახლსა და ავტოფარეხებში. დაშავდა 18 ადამიანი, 9 მათგანი, მათ შორის 5 ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მაშველებმა 2 ადამიანის ნანგრევებიდან გამოყვანა შეძლეს.

"დაშავებულია 18 ადამიანი, მათგან 9, მათ შორის 5 ბავშვი საავადმყოფოში გადავიყვანეთ. 2 ადამიანი ნანგრევებიდან ამოვიყვანეთ. სასწაულია, რომ მათი გადარჩენა შევძელით", - წერს ქალაქის მერი ოლექსანდრ სენკევიჩი Telegram-ზე.

მისივე თქმით, მოსახლეობის უსაფრთხო ადგილებზე გადასაყვანად ორი ადგილია გამოყოფილი.