გუშინ, საღამო ხანს, ჟერარ პიკემ თავისი Instagram-ის ანგარიშზე კლარა ჩიასთან ერთად გადაღებული ფოტო ატვირთა. ესპანურმა პრესამ ფოტოს გადაღება და გასაჯაროება პიკეს მხრიდან განზრახვის შესახებ განცხადებად შეაფასა.

ჟერარ პიკე და კლარა ჩია არაერთხელ უნახავთ ერთად მას შემდეგ, რაც პიკემ და შაკირამ განქორწინების შესახებ განაცხადეს, მაგრამ ეს გარდამტეხი მომენტია ამ სამი ადამიანის ურთიერთობის ისტორიაში, რადგან პირველად ხდება, რომ პიკე თავის ახალ პარტნიორთან ერთად პოზირებს და ფოტოს, სავარაუდოდ რესტორანში გადაღებულს, ასაჯაროებს, - წერს ესპანური 20minutos.



პორტალი აღნიშნავს, რომ მომენტიც არაა ტრივიალური და ფოტო მას შემდეგ ჩნდება, რაც გავრცელდა ჭორები, რომ პიკე თავის ახალ პარტნიორს ღალატობდა და ორი კვირა შაკირას სიმღერიდან, რომელიც ორივესთვის გზავნილი იყო და რომელსაც მთელ მსოფლიოში უდიდესი წარმატება ხვდა წილად.  

კოლუმბიელი, რომლის სიმღერასაც 160 მილიონზე მეტი ნახვა აქვს, ამჟამად  შემდეგი ორიენტირებულია მისი შემდეგი სიმღერის შექმნაზე, რომლის შესახებაც ამ დროისთვის ბევრი არაფერია ცნობილი, თუმცა ბევრი ვარაუდობს, რომ ის კვლავ მუშაობს არგენტინელ დიჯეისთან ერთად და ახალი სიმღერა დღის სინათლეს იხილავს 2 თებერვალს, შაკირას და პიკეს დაბადების დღეს.