აშშ-ს ევროპის სარდლობა აცხადებს, რომ აშშ-ს თავდაცვის მინისტრსა და გერმანიის თავდაცვის მინისტრს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, გერმანიამ უკრაინას დამატებითი Patriot-ის სისტემები მიაწოდა.

"აშშ-ს ომის მინისტრის, პიტ ჰეგსეთისა და გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის შეთანხმების ფარგლებში, რომელიც უკრაინისთვის გაერთიანებული მხარდაჭერის გაძლიერებას გულისხმობს, გერმანიამ უკრაინას დამატებითი Patriot-ის სისტემები ახლახან მიაწოდა. აშშ უკრაინის დასაცავად ევროპაში მოკავშირეების გაძლიერებას განაგრძობს" - განაცხადა EUCOM-მა პლატფორმა X-ზე.