მუნიციპალიტეტის მერი კობა ლურსმანაშვილი, სოფელ ვარძიაში სახლების გადახურვის პროცესს გაეცნო და დაზარალებულ ოჯახებს შეხვდა.სამუშაოების ფარგლებში უკვე 16 საცხოვრებელი სახლის სახურავი განახლდა.
მერმა მოსახლეობასთან არსებული საჭიროებები და შემდეგი ეტაპის სამუშაოები განიხილა.
„მთავრობის ინიციატივითა და მხარდაჭერით, მნიშვნელოვანი დახმარება გაეწია სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს. ხარაგაულის მასშტაბით უკვე მიმდინარეობს დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა, სამუშაოები გეგმაზომიერად სრულდება,“ — აღნიშნა კობა ლურსმანაშვილმა.აღდგენითი სამუშაოებისთვის 1 995 000 ლარია გამოყოფილი.სტიქიის შედეგად მუნიციპალიტეტში 113 საცხოვრებელი სახლი დაზიანდა, საიდანაც 60 - ზე მეტი სახლის სახურავს რეაბილიტაცია ჩაუტარდება, ოჯახების ნაწილი საკომპენსაციო თანხას მიიღებს, ხოლო ნაწილი - ეკომიგრანტის სტატუსის მიღების ეტაპზეა.ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზიანებული სახლების აღდგენისთვის თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო. რეაბილიტაციის პროცესს მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს.ხარაგაულის მერთან ერთად სამუშაოებს მერის მოადგილე დავით დევდარიანი, საკრებულოს ინფრასტრუქტურისა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე ბესიკ კვირიკაშვილი და მერის წარმომადგენელი მზექალა გლუნჩაძე გაეცნენ.




