ამის შესახებ გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ვასილი ნებენზიამ სტარობელსკში სტუდენტურ საერთო საცხოვრებელსა და სასწავლო შენობებზე 22 მაისის დრონული თავდასხმის შემდეგ ჟურნალისტებს ნიუ-იორკში განუცხადა.

"ყველაზე მარტივი პასუხი, რაც შემიძლია გაგცეთ, დეტალები არ ვიცი, არის ის, რომ მედიის სტუდიები არ იყო თავდასხმის სამიზნე. იქ რაღაც ისეთი იქნებოდა, რაც მედიასთან არ იქნებოდა დაკავშირებული. მაგრამ შეხედეთ, ეს საომარი მოქმედებებია და რაღაცები ხდება და ჩვენ არ უარვყოფთ, რომ ამ საომარ მოქმედებებში ზოგიერთი მშვიდობიანი მოქალაქე იღუპება.

ეს სიმართლეა და ინფრასტრუქტურაც ზიანდება. მაგრამ ჩვენი ხელმძღვანელობა მუდმივად ხაზს უსვამს ამას: ჩვენ განზრახ არ ვუმიზნებთ მშვიდობიან მოსახლეობას, განსხვავებით იმისგან, რასაც უკრაინის შეიარაღებული ძალები აკეთებენ არა მხოლოდ სტაბილისკში, რაზედაც დღეს ვსაუბრობთ, არამედ ისინი ამას რეგულარულად აკეთებდნენ მანამდეც.

იცით, რომ მათ აქვთ დრონების ოპერატორების სისტემა, რომლებიც განზრახ ესხმიან თავს სამოქალაქო ობიექტებს, რადგან ისინი ამგვარად მოქმედებენ. ეს გახდა ერთგვარი თამაში, რადგან როდესაც ისინი სამიზნეებს ანადგურებენ, მათ აწინაურებენ.

მათ სურთ, რომ რაც შეიძლება მეტი სამოქალაქო ობიექტს დაარტყან. ისინი მისდევენ სამოქალაქო მანქანებს, მაგალითად, და ა.შ. იმიტომ, რომ ეს გახდა კომპიუტერული თამაში და მათ აწინაურებენ ამის გამო.

მე არ ვამბობ, რომ ომი კარგია, მე არ მსიამოვნებს - მაგრამ ამ ტიპის საომარ მოქმედებებში, დიახ, არის მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ ჩვენ არასდროს ვუმიზნებთ მშვიდობიან მოსახლეობას განზრახ", - განაცხადა ნებენზიამ.