მსოფლიო სასურსათო პროგრამამ ჩრდილოეთ ღაზაში საკვების მიწოდება შეწყვიტა და აღნიშნა, რომ ჰუმანიტარული დახმარების ჯგუფები „სამოქალაქო წესრიგის დარღვევის გამო სრული ქაოსისა და ძალადობის წინაშე აღმოჩნდნენ“.
გაერომ ჩრდილოეთ ღაზაში შექმნილი შიმშილის კრიზისისა და დაავადებების გავრცელების შესახებ დეკემბერში განაცხადა. გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს ინფორმაციით, ღაზას ჩრდილოეთ ნაწილში დარჩენილი, მინიმუმ, 300 000 ადამიანის სიცოცხლე ჰუმანიტარულ დახმარებაზეა დამოკიდებული.
„საკვები და დასალევად უსაფრთხო წყალი დეფიციტშია და დაავადებები წარმოუდგენელი მასშტაბით გავრცელდა, რაც საფრთხეს უქმნის ქალებისა და ბავშვების კვებას და იმუნიტეტს. ვითარება განსაკუთრებით მწვავეა ღაზას ჩრდილოეთით. ჩრდილოეთში განლაგებულ თავშესაფრებსა და ჯანმრთელობის ცენტრებში კვების ხარისხის შემოწმებებით დადგინდა, რომ 2 წლამდე ასაკის ბავშვების 15%-ზე მეტი მწვავედ არასრულფასოვნად იკვებება.
ღაზა ძაფზეა ჩამოკიდებული და მსოფლიო სასურსათო პროგრამას უნდა მიეცეს საშუალება, რომ შეცვალოს კრიზისული სიტუაცია ათასობით მშიერი ადამიანისათვის. იმავდროულად, გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისი კვლავ ყურადღებით აკვირდება არსებულ ვითარებას - ღაზასა და ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის სამხედროების მიერ პალესტინელი ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის განხორციელების თვალსაზრისით“, - ნათქვამია გაეროს განცხადებაში.