აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა, რომ ამერიკა ღაზის სექტორში ექვსკვირიან ზავს ითხოვს. ამის შესახებ მან თეთრ სახლში იორდანიის მეფე აბდულასთან ისაუბრა. მათი საუბარი შეეხებოდა რეგიონში მიმდინარე სიტუაციას, ღაზის ჰუმანიტარულ საჭიროებებს და ისრაელის ოპერაციას ღაზის სექტორის სამხრეთში.
ბაიდენის თქმით, ჰამასს და ისრაელს შორის შეთანხმება ექვსკვირიან ზავზე წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება უფრო გრძელვადიანი ზავის მისაღწევად და ამ დროის გამოყენება შეიძლება რამე უფრო გრძელვადიანი და სტაბილური გადაწყვეტის მოსაფიქრებლად.
"ჩვენ არ შეგვიძლია ვიდგეთ და ნება დავრთოთ, რომ ეს გაგრძელდეს. ჩვენ ახლავე გვჭირდება ზავი. ეს ომი უნდა დამთავრდეს" - თქვა ჯო ბაიდენმა.