ლონდონში, დაუნინგ-სტრიტზე, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და უკრაინის ლიდერების შეხვედრა გაიმართა. სამიტის მთავარ თემებს შორის იყო აშშ-ის "სამშვიდობო გეგმა" უკრაინისთვის, ასევე კიევის მხარდაჭერა. წერს The Guardian.
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ უკრაინასთან დაკავშირებით, მომდევნო დღეები შესაძლოა, "გადამწყვეტი" იყოს მთელი ევროპისთვის.
მან ახსენა აშშ-ის სამშვიდობო ინიციატივა და ასევე ხაზი გაუსვა, რომ ევროპა მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინას და გააგრძელებს ქვეყნის მხარდაჭერას, რადგან "უკრაინის მომავალი - ევროპის მომავალია".
მერცმა ასევე აღნიშნა თავისი სკეპტიციზმი აშშ-ის "სამშვიდობო გეგმის" ზოგიერთი პუნქტის მიმართ. მისი თქმით, სწორედ ეს არის ის, რისი განხილვაც სურს სხვა ლიდერებთან.








