"პუტინმა უნდა გაიაზროს, რომ მას არ აქვს ამ ომის მოგების შანსი" – გამოცემა Guardian ბუნდესტაგში გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის სიტყვას ციტირებს.
მერცი გერმანიის პარლამენტში ქვეყნის მომდევნო წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით დებატებს ესწრება. მისი თქმით, ევროპაში მშვიდობის დაცვა ამჟამინდელი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი პრინციპია.
გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ ის აფასებს დონალდ ტრამპის მცდელობას, დაასრულოს ომი, თუმცა ევროპის საკითხები მხოლოდ ევროპასთან თანხმობით შეიძლება გადაწყდეს.
"ევროპა არა პაიკი, არამედ სუვერენული აქტორია, რომელსაც თავისი ინტერესები და ღირებულებები აქვს" – ამბობს მერცი.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ გერმანია უკრაინას დაეხმარება "იქამდე, სადამდეც ეს შესაძლებელი იქნება".








