აშშ-ის საზღვაო ძალები ირანზე შესაძლო დარტყმების წინ ბაჰრეინში პერსონალის რაოდენობას „კრიტიკულ დონემდე“ ამცირებს.
ინფორმაციას „ფოქს ნიუსი“ რამდენიმე ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამჟამად ობიექტზე 100-ზე ნაკლები პერსონალი რჩება.
გამოცემა წერს, რომ ოპერაცია „შუაღამის ჩაქუჩის“ დაწყებამდე, რომლის დროსაც აშშ-მა ირანის ბირთვულ ობიექტებს დაარტყა, მე-5 ფლოტის შტაბ-ბინიდან ევაკუაცია მსგავსი წესით განხორციელდა.
„ფოქს ნიუსის“ ინფორმაციით, აშშ ბოლო კვირების განმავლობაში ახლო აღმოსავლეთში სამხედრო აქტივობას ზრდის, რადგან აშშ-სა და ირანს შორის თეირანის ბირთვული პროგრამის მომავალთან დაკავშირებით მოლაპარაკებები შესაძლოა, შედეგის გარეშე დასრულდეს.









