ირანის რევოლუციურმა სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა „ღვთის წინააღმდეგ მტრობაში“ ბრალდებულ ირანელ მამაკაცს, რომელიც, დადასტურების შემთხვევაში, პირველი სასიკვდილო განაჩენი გახდება იანვრის მასობრივი არეულობების შემდეგ.
ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს ინფორმაციას.
ოჯახთან დაახლოებულმა ანონიმურმა წყარომ სააგენტო „როიტერს“ აცნობა, რომ ირანის უზენაეს სასამართლოს ჯერჯერობით არ დაუმტკიცებია მუჰამედ აბასის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი.
აბასი ბრალდებულად ცნეს უსაფრთხოების ოფიცრის მკვლელობაში, რასაც მისი ოჯახი უარყოფს. მასთან ერთად, საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო დამნაშავედ ცნეს და 25-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს მუჰამედის ქალიშვილს, ფატიმე აბასის. წყაროს ცნობით, ბრალდებულებს არ მიეცათ უფლებადამცველის აყვანის შესაძლებლობა და მათ სახელმწიფო ადვოკატები მიუჩინეს.
თარგმანი: პირველი არხი








