აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ირანის „ჩრდილოვან ფლოტს“ ახალი სანქციები დაუწესა.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სანქციები დაეკისრა „ჩრდილოვანი ფლოტის“ 30-ზე მეტ ფიზიკურ პირს, ორგანიზაციასა და ირანთან დაკავშირებულ გემს.

მათივე ცნობით, აღნიშნული პირები და კომპანიები ირანული ნავთობის უკანონო გაყიდვების ხელშეწყობისა და ირანის ბალისტიკური რაკეტებისა და თანამედროვე ჩვეულებრივი იარაღის წარმოების გამო დასანქცირდნენ.

ცნობისთვის, ხვალ ჟენევაში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ირანის დელეგაციას თეირანის ბირთვული პროგრამის შესახებ შეხვედრას გამართავენ.

თარგმანი: პირველი არხი