ირანის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსმა, აბდოლრაჰიმ მუსავიმ სომხეთის თავდაცვის მინისტრთან, სურენ პაპკიანთან შეხვედრა გამართა.
ამის შესახებ ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.
მოლაპარაკებების დროს ირანის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსმა სომხეთის თავდაცვის მინისტრს, რომელიც ირანში ვიზიტით იმყოფება, განუცხადა, რომ რეგიონში გარე დიდი ძალების ყოფნა დესტაბილიზაციის რისკის მატარებელია. ამასთან, აბდოლრაჰიმ მუსავიმ სურენ პაპკიანთან შეხვედრაზე თქვა, რომ თეირანი მზად არის, სამხედრო თანამშრომლობა გააფართოოს სომხეთის შეიარაღებულ ძალებთან.
ამას გარდა, ირანის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსმა განაცხადა, რომ არარეგიონული ძალების ყოფნა რეგიონში ეწინააღმდეგება რეგიონული სახელმწიფოების ინტერესებს და წარმოადგენს დესტაბილიზაციის წყაროს.
მისივე თქმით, სამყარო ემშვიდობება უნიპოლარულ წესრიგს და ცალმხრივობას, ხოლო აშშ-ს არ სურს ამასთან შეგუება და უკანონო ზომებით ცდილობს დომინირების შენარჩუნებას.
თარგმანი: პირველი არხი









