გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი აცხადებს, რომ სამწუხაროდ, საქართველოს ამჟამინდელი პოლიტიკა შემაშფოთებელია გერმანიისთვის, რამაც ქვეყანაში ზოგიერთი დიდი სამხედრო პროექტის გაუქმება გამოიწვია.
"აღვნიშნავთ გერმანიის შეიარაღებული ძალების დაარსების დღეს საპატიო სტუმართან, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილესთან, ბრიგადის გენერალ ირაკლი ჭიჭინაძესთან ერთად. ვამაყობ გერმანია-საქართველოს კარგი სამხედრო თანამშრომლობით და საქართველოს თავდაცვის ძალებისადმი გერმანიის მხარდაჭერით. სამწუხაროდ, საქართველოს ამჟამინდელი პოლიტიკა შემაშფოთებელია გერმანიისთვის და საქართველოში ზოგიერთი დიდი სამხედრო პროექტის გაუქმება გამოიწვია", - წერს ფიშერი სოციალურ ქსელში.
Celebrating Founding Day of @bundeswehrInfo with Guest of Honor, Dy. Chief of Defence, BG Chichinadze. Proud of good 🇩🇪🇬🇪 defence co-op & 🇩🇪 support for GDF capabilities. Sadly, 🇬🇪 current policy is a concern for 🇩🇪 and has led to cancelation of some big military projects in 🇬🇪. pic.twitter.com/Pzxhh6peYI
— Peter Fischer (@Diplo_Peter) November 14, 2024