გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა ქალაქ გურჯაანში ახლადმოწყობილი საბავშვო სკვერები ადგილზე მოინახულა.
საბავშვო სკვერები ჭავჭავაძისა და ფალიაშვილის ქუჩებზე მოეწყო, ხოლო გურამიშვილის ქუჩაზე მინი მოედანი და გარე სავარჯიშო სივრცე განთავსდა.
სამუშაოები 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.