საქართველოში გერმანიი ელჩ პიტერ ფიშერის განცხადებით, ამჟამად საქართველოსთვის ეკონომიკური რისკებია, მათ შორის სავალუტო ბაზარი, შეღავათიანი ფინანსები, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ტურიზმი და ემიგრაცია.

"საქართველოში გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების შეხვედრაზე ვთქვი, რომ ევროკავშირის წევრობა საუკეთესო იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის, მაგრამ საქართველომ უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა გაწევრიანება. ასევე აღვნიშნე ამჟამინდელი ვითარების ეკონომიკური რისკები საქართველოსთვის: სავალუტო ბაზარი, საკრედიტო რეიტინგი, შეღავათიანი ფინანსები, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ვაჭრობა, ტურიზმი და ემიგრაცია", - წერს ფიშერი სოციალურ ქსელში.