გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი გამოდის შეხსენებით, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნისთვის გერმანიის პარლამენტის თანხმობაა საჭირო და ამბობს, რომ არსებულ ვითარებაში შანსი არ არსებობს საქართველოსთვის ეს მოხდეს.
ფიშერის თქმით, მსგავსი დასკვნა გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) ევროკავშირის საქმეების კომიტეტის თავმჯდომარემ ანტონ ჰოფრაიტერმა საქართველოში ვიზიტის შემდეგ გამოიტანა.
"პარლამენტის წევრი ანტონ ჰოფრაიტერი, ბუნდესტაგის ევროკავშირის საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე თბილისში იყო 24 საათით. დასკვნა: გერმანიის კონსტიტუციის 23-ე მუხლი და კონკრეტული კანონი (გერმანელი იურისტებისთვის: EUZBBG) პარლამენტის თანხმობას მოითხოვს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნისთვის. არსებულ ვითარებაში, შანსი არ არსებობს საქართველოსთვის ეს მოხდეს," - წერს პეტერ ფიშერი.
MP A. Hofreiter, Chair EU Affairs Cmte. @Bundestag in #Tbilisi for 24 hrs. Conclusion: Art. 23 of 🇩🇪 Constitution & a specific law (for German lawyers: EUZBBG) require approval of Parliament b4 opening accession negots. As things stand now, NO WAY this will happen for 🇬🇪. ☹️ pic.twitter.com/hJis1AnSEJ
— Peter Fischer (@Diplo_Peter) November 21, 2024