ვენეციის კომისიიდან გამოიწვიონ ორივე კანონპროექტი რუსული კალკი სასწრაფოდ დააყენონ საკომიტეტო/პლენარულ კენჭისყრაზე და წინააღმდეგ მისცენ ხმა, ჩააგდონ - კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის გაწვევის შესახებ :ქართული ოცნების" მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
რუსული კალკი, რომელიც პირველი მოსმენით მიღებულია არ/ვერ გაიწვევა განცხადებით.პარლამენტის რეგლამენტი არ იცნობს პირველი მოსმენით მიღებული კანონის გაწვევას. მუხლი 101.3. ციტირებულია ქვემოთ.
რა უნდა მოხდეს:
ვენეციის კომისიიდან გამოიწვიონ ორივე კანონპროექტი
რუსული კალკი სასწრაფოდ დააყენონ საკომიტეტო/პლენარულ კენჭისყრაზე და წინააღმდეგ მისცენ ხმა, ჩააგდონ.
აი ეს იქნება რეალური უარი რუსულ კალკზე და საჭირო არ არის შეხვედრა-განხილვები.
სხვა შემთხვევაში ა!რჩეულები იგებენ დროს, გადააგორებენ პროტესტს და ზაფხულის პირს საბოლოოდ მიიღებენ#ამხილე #საქართველოევროპაა #ივნისისთაობა
კანონპროექტის ინიციატორს უფლება აქვს, სათანადო მოტივირებით გამოითხოვოს კანონპროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიღებამდე. - წერს ლევან ალაფიშვილი.