სომხეთის დედაქალაქში დაიწყო გზის საფარის საშუალოვადიანი რემონტის პროცესი, რომელიც ასევე მოიცავს წვიმის კოლექტორებისა და ჭების ადგილმდებარეობის კორექტირების სამუშაოებს.

„არმენპრესის“ ცნობით,  ერევნის მერიიდან მას აცნობეს, რომ წლის ბოლომდე ერევანში დაახლოებით 280 ათასი კვადრატული მეტრი გზის საფარის შეცვლა იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპის თქმით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ პაშინიანმა მას უთხრა, რომ გზები უკეთესია სომხეთში, ვიდრე ვაშინგტონში.