ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჩინეთს მოუწოდებს შეწყვიტოს რუსეთის სამხედრო დახმარება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი საგანგებო ზომების გამოყენებით აფრთხილებს. ამის შესახებ ენტონი ბლინკენი პეკინში, სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
სი ძინპინთან შეხვედრას წინ უძღოდა დელეგაციების თითქმის 6-საათიანი დიალოგი საგარეო საქმეთა მინისტრების ფორმატში. ვან ისთან შეხვედრის შემდეგ ორივე დელეგაცია ფრთხილ ოპტიმიზმის გამოთქმამდე გარკვეულ სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებით. მათ შორის საუბარია პირდაპირი კომუნიკაციის გაუმჯობესებაზე 2 ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობას შორის და ჩინეთიდან იმ ქიმიური პროდუქციის შეზღუდვაზე, რომელიც ფენტალინის წარმოებისთვის გამოიყენება.
"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვსურს თანამშრომლობის გაღრმავება იმ სფეროებში, სადაც ჩვენი ინტერესები იკვეთება, ჩვენ ასევე მკაფიოდ ვხედავთ ჩინეთისგან მომდინარე გამოწვევებს და განასხვავებს ჩვენს ხედვებში მსოფლიოს მომავალთან დაკავშირებით",- განაცხადა ბლინკენმა ჟურნალისტებთან საუბრისას სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ.
ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვაზე დათანხმდნენ თუ არა ჩინეთის ლიდერები შეწყვიტონ იმ სამხედრო ან ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტი, რომელსაც რუსეთი საკუთარი სამხედრო წარმოებისთვის იყენებს ბლინკენს არ უთქვამს, რომ ამ საკითხზე მხარეებმა პროგრესს მიაღწიეს.
ბლინკენის თქმით, რუსეთს გაუჭირდება ომის გაგრძელება ჩინეთის მხარდაჭერის გარეშე - "თუ ჩინეთი არ მოაგვარებს ამ პრობლემას, ჩვენ მივიღებთ ზომებს",- განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.
"ჩვენ იმედი გვაქვს, რომ აშშ შეძლებს პოზიტიურად შეხედოს ჩინეთის განვითარებას",- განაცხადა ბლინკენთან შეხვედრის შემდეგ სი ძინპინმა.