საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს.
"ძვირფასო სალომე, მიხარია, რომ გიმასპინძლეთ პარიზში!
საფრანგეთი მიესალმება ქართველი ხალხის ევროპულ და დემოკრატიულ მისწრაფებებს. იგი იმედოვნებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები საშუალებას მისცემს საქართველოს განაახლოს ევროპული გზა. - წერს მაკრონი.
ცნობისთვის, 3 ოქტომბერს, პარიზში, ელისეს სასახლეში საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს შეხვდა.