ომის დასრულების შემდეგ რუსეთთან ურთიერთობების გადახედვა მოგვიწევს, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა კათოლიკური ასოციაცია Sant'Egidio-ს მიერ ორგანიზებულ „შეხვედრაზე მშვიდობისთვის“.

„მოგვიწევს ევროპისთვის ახალი ორგანიზაციის ფორმაზე მსჯელობა და რუსეთთან ჩვენი ურთიერთობების გადახედვა. წარმოსახვის უნარი უნდა გამოვიყენოთ, რათა ვიფიქროთ ხვალინდელ მშვიდობაზე, ახალი ფორმით მშვიდობაზე ევროპაში“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

მაკრონი ასევე ახალი საერთაშორისო წესრიგის აშენების მოწოდებით გამოვიდა, რადგან, მისი აზრით, „დღევანდელი სისტემა არასრული და უსამართლოა, რადგან დღეს არსებული ბევრი ქვეყანა საერთოდ არ არსებობდა, როდესაც ადგილები ნაწილდებოდა