ხშირად გვავიწყდება, რომ დემოკრატიის დაცვას ბრძოლა სჭირდება, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გერმანიაში ვიზიტის დროს განაცხადა.
მაკრონმა ყურადღება გაამახვილა ევროპარლამენტის არჩევნებზე და განაცხადა, რომ ის განსხვავდება წინა არჩევნებისგან.
გასულ თვეს, საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლის დროს მაკრონმა ევროპის იმ საფრთხეებზე ისაუბრა, რომლებიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გაჩნდა. „ჩვენი ევროპა დღეს მოკვდავია და ის შეიძლება მოკვდეს. ის შეიძლება მოკვდეს და ეს მხოლოდ ჩვენს არჩევანზეა დამოკიდებული“, – აღნიშნა მაკრონმა. მან ევროპელებს მოუწოდა, ხმა მისცენ ისეთ პარტიას, რომელიც ევროპას დაიცავს.
თარგმანი: პირველი არხი.