პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა რუსეთის სპეცსამსახურები 2024 წლის მაისში ვარშავაში, Marywilska 44 სავაჭრო ცენტრ Marywilska 44-ის დაწვის ორგანიზებაში დაადანაშაულა. ამის შესახებ ტუსკი Х-ზე წერს.
"ახლა უკვე დანამდვილებით ვიცით, რომ ვარშავაში, სავაჭრო ცენტრ Marywilska-ში მასშტაბური ხანძარი რუსეთის სპეცსამსახურების დაკვეთით გაჩნდა. ზოგიერთი დამნაშავე უკვე დაკავებულია, დანარჩენები იდენტიფიცირებულები არიან და მათ ძებნა მიმდინარეობს. ჩვენ ყველას გიპოვით!" - წერს ტუსკი.
We now know for sure that the great fire of the Marywilska shopping centre in Warsaw was caused by arson ordered by the Russian special services. Some of the perpetrators have already been detained, all the others are identified and searched for. We will get you all!
— Donald Tusk (@donaldtusk) May 11, 2025
ცნობისთვის, 2024 წლის 12 მაისს, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში, Marywilska 44-ის სავაჭრო ცენტრში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. შენობა მთლიანად განადგურდა.