აშშ ცვლის საკუთარ პოლიტიკას რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენ არ შეიძლება, რეალობა გვეწყინოს, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.
პოლონეთის მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ამჟამად მიმდინარეობს აშშ-ის პოლიტიკის კორექტირება რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვაშინგტონს აქვს ამის უფლება.
„ჩვენ არ შეგვიძლია გვეწყინოს რეალობა. აშშ-ს აქვს უფლება ჩამოაყალიბოს თავისი სტრატეგიები, მაგრამ ყველა ქვეყანას, მათ შორის პოლონეთს, აქვს უფლება და ვალდებულება ზუსტად შეაფასოს, რა არის ჩვენი უსაფრთხოების ინტერესებში და რა შეიძლება, წარმოადგენდეს პრობლემას“, – განაცხადა ტუსკმა.
მისივე თქმით, პოლონეთი არ ცვლის თავის აზრს აშშ-სთან და ნატო-სთან მჭიდრო კავშირების ფუნდამენტური აუცილებლობის შესახებ. ტუსკმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი პოლონეთის ინტერესებშია, ამიტომ უკრაინის მხარდაჭერა უნდა იყოს „პოლონური კონსენსუსის ნაწილი“.
„არაფერი შეცვლის ჩვენს მიდგომას და არაფერმა არ უნდა შეარყიოს იმედი, რომ ტრანსატლანტიკური ურთიერთობები ურყევია, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია მხოლოდ იმედზე დაყრდნობა“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.
თარგმანი: პირველი არხი