რატომ არ მოითხოვა მძინარა ჯო ბაიდენმა თანასწორობა, როცა ეს ომი გაცილებით მნიშვნელოვანია ევროპისთვის, ვიდრე ჩვენთვის, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი TruthSocial-ის საკუთარ გვერდზე წერს.

ტრამპის თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციას არ გამოუჩენია საკმარისი ინიციატივა მშვიდობის მისაღწევად, ხოლო ევროპის მცდელობები უშედეგო აღმოჩნდა.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა გააკრიტიკა ფინანსური კუთხით გაწეული დახმარების დისბალანსი ევროპასა და აშშ-ს შორის.

„შეერთებულმა შტატებმა ევროპაზე 200 მილიარდი დოლარით მეტი დახარჯა, ევროპის ფული გარანტირებულია მაშინ, როცა შეერთებული შტატები უკან ვერაფერს მიიღებს. რატომ არ მოითხოვა მძინარა ჯო ბაიდენმა თანასწორობა, როცა ეს ომი გაცილებით მნიშვნელოვანია ევროპისთვის, ვიდრე ჩვენთვის – ჩვენ ხომ დიდი, ლამაზი ოკეანე გვაშორებს?“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ტრამპის მტკიცებით, ზელენსკი აღიარებს, რომ გაგზავნილი თანხის ნახევარი დაკარგულია.

„ის უარს ამბობს არჩევნების ჩატარებაზე, უკრაინულ გამოკითხვებში ძალიან დაბალ მაჩვენებელს აჩვენებს და ერთადერთი, რაც კარგად გამოსდიოდა, იყო ის, რომ ბაიდენით თამაშობდა, როგორც ვიოლინოთი. დიქტატორი არჩევნების გარეშე, ზელენსკიმ სწრაფად უნდა იმოქმედოს, თორემ ქვეყანა აღარ დარჩება“, – აღნიშნა ტრამპმა.

ამასთან, ტრამპი საკუთარ როლზე საუბრისას ხაზს უსვამს, რომ მხოლოდ მას და მის ადმინისტრაციას შეუძლია რუსეთთან წარმატებული მოლაპარაკებების წარმოება ომის დასასრულებლად. მისი შეფასებით, ბაიდენის ადმინისტრაციას არ გამოუჩენია საკმარისი ინიციატივა მშვიდობის მისაღწევად, ხოლო ევროპის მცდელობები უშედეგო აღმოჩნდა.

„ზელენსკის, სავარაუდოდ, სურს „ფინანსური ნაკადის“ გაგრძელება. მე მიყვარს უკრაინა, მაგრამ ზელენსკიმ საშინელი საქმე გააკეთა, მისი ქვეყანა დანგრეულია და მილიონობით ადამიანი უაზროდ დაიღუპა – და ასე გრძელდება“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.

თარგმანი: პირველი არხი