გაკვირვებული ვარ დონალდ ტრამპის თავშეკავებულობით ევროპელი მოკავშირეების მიმართ, რომლებიც, პირდაპირ ვთქვათ, თავხედური გზით იქცეოდნენ, – ამის შესახებ მან სანქტ პეტერბურგში ჟურნალისტებს განუცხადა.

„გულწრფელად რომ ვთქვა, გაკვირვებული ვარ აშშ-ის ახალარჩეული პრეზიდენტის თავშეკავებულობით თავისი მოკავშირეების მიმართ, რომლებიც იქცეოდნენ, პირდაპირ ვთქვათ, თავხედური გზით. ის ხომ ჯერ საკმაოდ ინტელიგენტურად იქცევა მათ მიმართ“, – განაცხადა მან.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპთან შეხვედრის გამართვის სურვილი არის ორმხრივი.

„ჩვენ გვაქვს ამგვარი შეხვედრის გამართვის სურვილი და მე ვისურვებდი ამ შეხვედრის გამართვას, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ის უნდა მომზადდეს, რომ იყოს შედეგი“, – განაცხადა პუტინმა.
ამასთან, მისი განცხადებით, ის არ არის მზად, თქვას, როდის შედგება შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტთან.

„დრო იქნება საჭირო, ახლა არ ვარ მზად, ამას ვუპასუხო, თუმცა ჩვენ გვაქვს ასეთი შეხვედრის გამართვის სურვილი“, – თქვა მან.

რუსეთის ლიდერის თქმით, რუსეთსა და აშშ-ის შორის დიალოგში შუამავლები საჭირო არ არის.

„ვიღაცას სურს, იყოს შუამავალი რუსეთსა და აშშ-ს შორის, თუმცა, ალბათ ეს ზედმეტი მოთხოვნებია“, – განაცხადა მან.

თარგმანი: პირველი არხი