საქართველოში ოთხი ახალი ავიაკომპანია შემოდის, - ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ავრცელებს.

"2025 წლის მარტის ბოლოდან, ქვეყანაში ეტაპობრივად იწყებს ოპერირებას:

British Airways - ლონდონიდან

Transavia France - პარიზიდან

easyJet - ლონდონი, მილანი და ციურიხიდან

Edelweiss - ჟენევიდან,"- წერს მარიამ ქვრივიშვილი.