აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, სავარაუდოდ, მომავალ კვირას უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ვაშინგტონში შეხვდება. ტრამპმა ამის შესახებ იაპონიის პრემიერმინისტრ შიგერუ იშიბასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
"პრეზიდენტ ზელენსკის, სავარაუდოდ, მომავალ კვირას შევხვდები და, სავარაუდოდ, პრეზიდენტ პუტინს დაველაპარაკები. მინდა, რომ ეს ომი დამთავრდეს იმ უმთავრესი მიზეზის გამო, რომ ამდენ ადამიანს კლავენ.
ერთ-ერთი რამ, რასაც პრეზიდენტ ზელენსკისთან ველით, არის მათი აქტივების უსაფრთხოება. ასევე პრეზიდენტ ზელენსკისგან მოვითხოვთ ამ თანხების ჯეროვნად მოხმარებას", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.