აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ არ იბრძოლებს ნატოს იმ მოკავშირეებისთვის, რომლებიც საკმარისს არ ხარჯავენ თავდაცვაზე.

„მგონია, ეს საღი აზრია. ისინი არ იხდიან, მე არ ვაპირებ მათ დაცვას“,- განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, ნატოს მოკავშირეები არ იქნებიან მზად, დაიცვან შეერთებული შტატები, თუ ამერიკა პრობლემის წინაშე აღმოჩნდება.

„თუ შეერთებული შტატები პრობლემის წინაშე აღმოჩნდებოდა, და ჩვენ დავრეკავდით, ვიტყოდით პრობლემა გვაქვს, საფრანგეთო, პრობლემა გვაქვს, კიდევ რამდენიმე სხვა, არ დავასახელებ – გგონიათ, რომ ისინი მოვლენ და დაგვიცავენ? ისინი ვალდებული არიან, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ“,- აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ტრამპის თქმით, ის არ აპირებს ნატო-ს დატოვებას.

„მე ნატოს ვუყურებ, როგორც პოტენციურად კარგ ორგანიზაციას, მაგრამ ისევ… ძალიან უსამართლოა ის, რაც ხდება“,- აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

თარგმანი საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელი.