„დღეს დილით მივიღე მნიშვნელოვანი წერილი პრეზიდენტ ზელენსკისგან. წერილი ამბობს: „უკრაინა მზად არის მოლაპარაკების მაგიდასთან მოსასვლელად რაც შეიძლება სწრაფად, რათა მივუახლოვდეთ მდგრად მშვიდობას.“ არავის არ სურს მშვიდობა უკრაინელებზე მეტად. ჩვენი გუნდი მზად არის იმისთვის, რომ იმუშაოს პრეზიდენტ ტრამპის ძლიერი ხელმძღვანელობით მდგრადი მშვიდობის მისაღწევად. -  ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ჩვენ ნამდვილად ვაფასებთ, რაც გააკეთა ამერიკამ, რათა უკრაინას დახმარებოდა უკრაინას სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში. უკრაინა მზად არის, ხელი მოაწეროს შეთანხმებას მინერალებსა და უსაფრთხოებაზე ნებისმიერ დროს, რომელიც მოსახერხებელი იქნება. ვაფასებ, რომ მან ეს წერილი გამოგზავნა. ამავდროულად, ჩვენ გვქონდა სერიოზული მოლაპარაკებები რუსეთთან და მივიღეთ ძლიერი სიგნალები, რომ ისინი მშვიდობისთვის მზად არიან. დადგა დრო, შეწყდეს ეს სიგიჟე. დადგა დრო შეჩერდეს მკვლელობები. დადგა დრო დასრულდეს აზრს მოკლებული ომი. თუ გინდა, ომი დაასრულო, უნდა ესაუბრო ორივე მხარეს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

თარგმანი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი.