შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კონგრესის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, გრენლანდიასა და მის აშშ-ის შემადგენლობაში მიღების სურვილზეც ისაუბრა.
დონალდ ტრამპის მტკიცებით, აშშ ასე თუ ისე მაინც მიიღებს გრენლანდიას.
"ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს თქვენს უფლებას, თავად განსაზღვროთ თქვენი მომავალი. თუ ჩვენ აგვირჩევთ, მოგესალმებით ამერიკის შეერთებულ შტატებში", - მიმართა ტრამპმა დანიის შემადგენლობაში არსებული კუნძულის მცხოვრებლებს.
მისი თქმით, აშშ-ს გრენლანდია სჭირდება "ეროვნული უსაფრთხოებისა და საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის".
"ვფიქრობ, ჩვენ მას მაინც მივიღებთ. ასე თუ ისე, ჩვენ მივიღებთ მას."
"თქვენ უსაფრთხოდ იქნებით. ჩვენ გაგამდიდრებთ და ერთად ავიყვანთ გრენლანდიას უპრეცედენტო სიმაღლეებამდე", - დასძინა მან.