უკრაინასთან დაკავშირებული სამშვიდობო მოლაპარაკებები ამ დროისთვის შეჩერებულია, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.

"ამჟამად სამშვიდობო პროცესი დაპაუზებელია, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ იგი მომავალში მაინც განახლდება", - განაცხადა პესკოვმა.

მისივე განცხადებით, რუსეთი ასევე ელოდება, რომ აშშ გააგრძელებს შუამავლობისა და "მშვიდობის ხელშემწყობ" ძალისხმევას.

მანამდე პესკოვმა ევროპასა და რუსეთს შორის შესაძლო პირდაპირ მოლაპარაკებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ ევროპელ ლიდერებს ვლადიმირ პუტინთან საუბარი სურთ, მათ შეუძლიათ მას პირდაპირ დაუკავშირდნენ.