დანიის პარლამენტმა თავშესაფრის მაძიებელთა მიმართა დამოკიდებულება უკიდურესად გაამკაცრა
დანიის პარლამენტმა 70 ხმით 24-ის წინააღმდეგ მიიღო კანონი, რომლის ძალითაც თავშესაფრის მაძიებლებს დეპორტაციის პროცედურის დაცვის გარეშე ევროკავშირის ფარგლებს გარეთ მდებარე თავშესაფრის ცენტრებში გადაიყვანენ.
 
„ვინც განაცხადებს დანიაში თავშესაფარის მოთხოვნის შესახებ, უნდა იცოდეს, რომ გადაიყვანენ ევროპის გარეთ მდებარე ქვეყანაში. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ხალხი აღარ დაიწყებს დანიაში თავშესაფრის ძებნას", - განაცხადა სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენელმა, რომელიც იმიგრაციულ საკითხებს კურირებს.
 
დანიას ჯერ არ აქვს დადებულკლი შეთანხმება ქვეყანა-პარტნიორძთან და უცნობია, რომელი ქვეყნების თავშესაფრის ცენტრებში გადაიყვანენ დანიაში თავშესაფრის მთხოვნელებს.
 
დანიის იმიგრაციის მინისტრი მატიას ტესფაიე, რომლიც მამაც ეთიოპელი იმიგრანტია, ამ საკითხთან დაკავშირებით, აპრილში, რუანდაში, წინასწარ დაუგეგმავი ვიზიტით იმყოფებოდა. დანიური პრესის თქმით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს აგრეთვე ტუნისთან, ეთიოპიასთან და ეგვიპტესთან.
დანიაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის მაქსიმალური რაოდენობა (21 000 კაცი) 2015 წელს დაფიქსირდა და მას შემდეგ განუხრელად იკლებს. შარშან დანიაში 15000-ზე ოდნავ მეტმა კაცმა ითხოვა თავშესაფარი.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ დანიამ ექვსი წლის წინ გაცემული ბინადრობის მოწმობები გააუქმადანია ექვსი წლის წინ გაცემულ ბინადრობის მოწმობებს აუქმებს და მათი მფლობელების დეპორტაციას იწყებს