თუშეთის გზაზე, სიმაღლიდან საწვავმზიდის გადავარდნის შედეგად მანქანის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. 

ადგილობრივების ინფორმაციით, საწვავმზიდს კომპანია „მაგთიკომის“ ანძისათვის საწვავი მიჰქონდა, რა დროსაც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მანქანა სიმაღლიდან გადავარდა. 

მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.