ჩინეთში, რესტორანში გაზის აფეთქების შედეგად სულ მცირე 31 ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა. დაშავებულებს შორის ერთი მძიმე მდგომარეობაშია.
აფეთქება რესტორანში თხევადი აირის ავზის გაჟონვის შედეგად მოხდა, დაახლოებით 20:40 საათზე.
ადგილზე 20 სახანძრო მანქანა და 100-ზე მეტი მაშველი მუშაობდა.
ადგილობრივმა მთავრობამ განაცხადა, რომ რესტორნის ორმა თანამშრომელმა აფეთქებამდე ერთი საათით ადრე გაზის სუნი იგრძნო.
მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ 9 ადამიანი დააკავა და მათი აქტივები გაყინა, მათ შორის რესტორნის მენეჯერი, თანამშრომლები და აქციონერები.