ცნობილი გახდა ჩინეთის საზღვარზე ლიონელ მესის დაახლოებით 2 საათით შეყოვნების მიზეზი.

საინფორმაციო სააგენტოები იუწყებოდნენ, რომ მესი ჩინეთის სასაზღვრო პოლიციამ არგენტინელი ფეხბურთელი საბუთების მოუწესრიგებლობის გამო შეაყოვნა, თუმცა დეტალების შესახებ არაფერს წერდნენ. 

გერმანული „ბილდი",  ჩინურ პრესაზე დაყრდნობით მესის სეყოვნების მიზეზის შესახებ ავრცელ;ებს ინფორმაციას და წერს, რომ, მართალია მესის საფეხბურთო უნარები ყველას მოწონებას იმსახურებს, მაგრამ პოლიტიკის და გეოგრაფიის დარგში მისი ცოდნა არადამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა.

არგენტინის ნაკრები ავსტრალიასთან ამხანაგური მატჩისთვის ჩინეთში, საწვრთნელ ბაზაზე ემზადება და მათთან შესაერთებლად მესი პეკინში ჩაფრინდა. მესის თან ესპანური პასპორტი ჰქონდა, ასეთის მფლობელს კი კუნძულ ტაივანზე შეუძლია უვიზოდ შესვლა, ჩინეთში - არა.

„ტაივანი ჩინეთი არ არის?" - იკითხა გაოცებულმა მსოფლიო ჩემპიონმა, როდესაც მას ვიზის არქონაზე მიუთითეს.



ასეთი ტიპის შეცდომები, ჩვეულებრივ, გამგზავრების აეროპორტში, რეგისტრირების და ჩასხდომის პროცესში ვლინდება, მაგრამ ვინაიდან მესი და მასთან ერთად მყოფი პირები კერძო თვითმფრინავით გაფრინდნენ ჩინეთში, შემოწმება, როგორც ჩანს, არ მომხდარა.  

ჩინური პრესა აღნიშნავს, რომ სუპერვასკვლავის ბონუსის მქონე მესიზე ჩინეთში შესვლის ნებართვა უმოკლეს დროში, ორ საათში გაიცა.