სასექსის ჰერცოგსა და ჰერცოგინიას, პრინც ჰარის და მეგან მარკლს, ბრიტანეთის რეზიდენციის Frogmore Cottage-ის დატოვება სთხოვეს. ამის შესახებ BBC იტყობინება.
ბუკინგემის სასახლემ, სავარაუდოდ, ტერიტორიის დატოვება მათ იანვარში მოსთხოვა, რამდენიმე დღის შემდეგ, რაც ჰარიმ თავისი მემუარები "სათადარიგო" გამოაქვეყნა. ქონება უკვე შესთავაზეს იორკის ჰერცოგს, პრინც ენდრიუს, რომელიც ახლა ახლომდებარე, 31-საძინებლიან სამეფო სახლში, უინძორის დიდ პარკში, ბერკშირში ცხოვრობს.
Frogmore Cottage არის 10 ოთახიანი სახლი უინძორის ციხის ტერიტორიაზე. ეს იყო პრინც ჰარის და მეგან მარკლის საქორწინო საჩუქარი გარდაცვლილი დედოფლისგან. ისინი ბრიტანეთში ყოფნისას ამ რეზიდენციაში ცხოვრობდნენ. 2018-2019 წლებში წყვილმა რეზიდენცია გაარემონტა, რაც 2 მილიონ დოლარზე მეტი დაჯდა.
ახლა სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია კალიფორნიაში შვილებთან ერთან - არჩისთან და ლილიბეტთან ერთად ცხოვრობენ.
BBC წერს, რომ Frogmore Cottage-ს მდიდარი და მრავალფეროვანი ისტორია აქვს. დედოფალმა შარლოტამ, მეფე ჯორჯ III-ის მეუღლემ, ის 1792 წელს ააშენა, რათა მას და მის ქალიშვილებს სასახლის დატოვება შეძლებოდათ.