ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი უკრაინის სამხედრო დახმარების ფონდისთვის (EBF) 3.5 მილიარდი ევროს დამატებას ითხოვს, – იუწყება Reuters ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით.
მისი ცნობით, ჯოზეფ ბორელმა თანხის გამოყოფის ინიციატივა უკვე წარადგინა. მან ევროკავშირის წარმომადგენლებს სთხოვა, 3.5 მილიარდის დამატება ევროპის სამშვიდობო ფონდისთვის, რომელმაც უკრაინისთვის 4.6 მილიარდი ევროს დახმარება უკვე გამოყო.
ჯოზეფ ბორელის ინიციატივის დასამტკიცებლად ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობის წარმომადგენლებისგან თანხმობის მიღება იქნება საჭირო.
ევროპის სამშვიდობო ფონდი 2021 წელს დაფუძნდა. ის ევროკავშირის მიერ განვითარებადი ქვეყნების სამხედრო აღჭურვილობით მომარაგებას ემსახურება. ფონდი განცალკევებულია ევროკავშირის ბიუჯეტისგან, რომელსაც არ აქვს სამხედრო ოპერაციების დაფინანსების უფლება.