საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის ინფორმაციით, სუდანში ევროკავშირის ელჩს თავს დაესხნენ. ამის შესახებ ბორელი Twitter-ზე წერს. მისი ცნობით, ელჩზე თავდასხმა მის რეზიდენციაში მოხდა.

"რამდენიმე საათის წინ, სუდანში ევროკავშირის ელჩს თავს დაესხნენ საკუთარ რეზიდენციაში. ეს წარმოადგენს ვენის კონვენციის უხეშ დარღვევას. დიპლომატიური დაწესებულებების და პერსონალის უსაფრთხოება არის სუდანის ხელისუფლების მთავარი პასუხისმგებლობა და ვალდებულება საერთაშორისო სამართლის მიხედვით", – წერს ბორელი.