ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა რუსეთისთვის გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობის გადაცემას პირველი აპრილისთვის შესაფერისი უწოდა.
მისი თქმით, ევროკავშირი ყველა ზომას გამოიყენებს, რომ რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობა ბოროტად არ გამოიყენოს.
„რუსეთი იბარებს გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობას, ეს ზუსტად პირველი აპრილის შესაფერისია.
იმის მიუხედავად, რომ რუსეთი უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრია, ის მუდმივად არღვევს გაეროს სამართლებრივ საფუძვლის არსს.
ევროკავშირი არ დაუშვებს რუსეთის მხრიდან თავმჯდომარეობის ბოროტად გამოყენებას, მისი თავმჯდომარეობის პერიოდში“, - წერს ბორელი.