საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ოფიციალური ვიზიტით ჩინეთს მომდევნო კვირას ეწვევა.
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელის პრესსპიკერის, პიტერ სტანოს განცხადებით, ვიზიტი 13 აპრილიდან 15 აპრილამდე გაგრძელდება.
რამდენიმე კვირის წინ ბორელმა განაცხადა, რომ ჩინეთმა, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრმა, უნდა იმოქმედოს საერთაშორისო წესრიგის დასაცავად, მას აქვს მორალური ვალდებულებები და ვერ დადგება აგრესორის მხარეზე.