უკრაინა კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში შეძლებს კურსკის ოლქის ნაწილის შენარჩუნებას, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების მიერ არის ოკუპირებული. ამის შესახებ Bloomberg-ი აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს.

როგორც სააგენტოს თანამოსაუბრეებმა აღნიშნეს, უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მომარაგების სისტემა ჩამოაყალიბეს, მათ შორის საბრძოლო მასალების, რომლის დეფიციტი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ცოტა ხნის წინ შეექმნა.

როგორც წყაროები აღნიშნავენ, რუსეთის ძალებმა აქამდე განახორციელეს მხოლოდ შეზღუდული კონტრშეტევები კურსკის ოლქში, რადგან ძირითადად ფოკუსირებული იყვნენ აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციებზე,

როგორც Bloomberg წერს,  უკრაინის ზოგიერთი მოკავშირე, შიშობდა, რომ ოპერაცია კურსკის ოლქში, რომელმაც თავდაპირველად სწრაფი წინსვლის შთაბეჭდილებას ქმნიდა, შესაძლოა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ძალიან ძვირი დაუჯდეს, თუ რუსეთი კონტრშეტევას განახორციელებს და განდევნის უკრაინულ ჯარებს.