Meta-ს აღმასრულებელი დირექტორი, მარკ ცუკერბერგი, მსოფლიოში მეორე ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდა და მისი ქონება 206,2 მილიარდ დოლარს გაუტოლდა. ამის შესახებ ცნობილი Bloomberg Billionaires Index-ით გახდა.
ამ მონაცემით, მან Amazon-ის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორისა და პრეზიდენტ ჯეფ ბეზოსს გადაუსწრო, რომლის ქონებაც ამ ეტაპზე 205,1 მილიარდ დოლარს შეადგენს.
Facebook-ის თანადამფუძნებელი, მხოლოდ ტესლას ხელმძღვანელ ილონ მასკს ჩამორჩება. ინდექსის მიხედვით, მათ შორის სხვაობა მხოლოდ 50 მილიარდი დოლარია.
ცუკერბერგის ქონება, წლის დასაწყისიდან, 78 მილიარდი დოლარით გაიზარდა. ცუკერბერგის ინდექსის ცვლილება, სოციალური მედიის მზარდმა მოგებამ განაპირობა.