ვაკის რაიონის გამგეობის "ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის" ფარგლებში, ვაჟა-ფშაველას II კვარტლის N33 კორპუსის მიმდებარედ წყალარინების შიდა და გარე ქსელის განახლება მიმდინარეობს.
მიწისქვეშ გამოიცვლება მილები და ჭები, რეაბილიტირებულ პერიმეტრზე კი ასფალტის ახალი საფარი დაიგება.
ამავე კორპუსში მიმდინარე წელს ოთხი ლიფტი განახლდა.
გარდა ამისა, ტერიტორიაზე ხეების სხვლა-ფორმირება განხორციელდა.
მიმდინარე სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგებელი ლევან ყიფიანი პარლამენტის დელეგატ ზურაბ რურუასა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ბექა გელენავასთან ერთად გაეცნო.




