Bloomberg-ის ინფორმაციით, Facebook-ის დამფუძნებლის, მარკ ცუკერბერგის ქონებამ 200 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ის მეოთხე ადამიანია ისტორიაში, რომელმაც ამ მაჩვენებელს მიაღწია.
Meta-ს აქციების მკვეთრი ზრდის ფონზე, 2 წელიწადში ცუკერბერგის აქტივების სუფთა ღირებულება თითქმის ექვსჯერ გაიზარდა.
Bloomberg-ი აღნიშნავს, რომ როცა 2021 წელს ცუკერბერგმა Facebook-ის ბაზაზე მეტასამყაროს შექმნის შესახებ განაცხადა, ეს „კოლოსალურ შეცდომად ჩათვალეს, რომლის გამოც მას 100 მილიარდი დოლარის დაკარგვა შეეძლო“. თუმცა, საბოლოო ჯამში ინვესტორებმა ამ იდეას მხარი დაუჭირეს და მას მოგება მოაქვს.