აშშ და ისრაელი შეთანხმდნენ გეგმას შემუშავებაზე, რომელიც შესაძლებელს გახდის დონორი ქვეყნებიდან და მრავალმხრივი ორგანიზაციებიდან ჰუმანიტარულმა დახმარებამ ღაზაში მყოფ მშვიდობიან მოსახლეობამდე მიაღწიოს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ისრაელში ვიზიტისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, აშშ-ის მიერ წარდგენილი გეგმა მოიცავს ტერიტორიების შექმნის შესაძლებლობას, რაც ხელს შეუწყობს მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას.
”მნიშვნელოვანია, რომ ღაზაში დახმარების მიწოდება რაც შეიძლება მალე დაიწყოს,” - აცხადებს ბლინკენი.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა თელ-ავივი დღეს დილით ადრე დატოვა. ისრაელში ვიზიტის ფარგლებში მან ქვეყნის მაღალჩინოსნებთან ხანგრძლივი შეხვედრები გამართა. მედიის ინფორმაციით, ბლინკენსა და ისრაელის ომის მართვის კაბინეტს შორის შეხვედრა შვიდსაათნახევრის განმავლობაში გაგრძელდა.