აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი თელ-ავივში ჩავიდა, სადაც იგი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და ისრაელის ომის მართვის კაბინეტის წევრებს შეხვდება.
ამერიკელი დიპლომატი ისრაელში გასულ კვირას იმყოფებოდა. იგი ქვეყანაში „ჰამასის“ მიერ განხორციელებული თავდასხმიდან რამდენიმე დღეში ჩავიდა. სახელმწიფო მდივანი ისრაელის შემდეგ იორდანიას, კატარს, ბაჰრეინს, საუდის არაბეთს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ეგვიპტეს ეწვია.