ისრაელის პრემიერ–მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის შეხვედრა დაიწყო.

მხარეები ერთმანეთს თელ-ავივში, ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბ-ბინაში ხვდებიან.

"ჩვენ აქ ვართ და არსად არ ვაპირებთ წასვლას", - უთხრა ბლინკენმა ნეთანიაჰუს შეხვედრის დაწყების წინ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ქვეყნების ლიდერები მედიასთან საერთო კომენტარსაც გააკეთებენ. მოგვიანებით კი ისინი ერთიანი საგანგებო მთავრობის წევრებს, მათ შორის თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტს შეხვდებიან.