აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ანტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა, – იტყობინება The Jerusalem Post.
მისი თვითმფრინავი თელ-ავივში დაეშვა. მას აეროპორტში ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი დახვდა.
როგორც მანამდე სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, ბლინკენი შეხვდება ახლო აღმოსავლეთის მაღალჩინოსნებს და „აშშ-ის სოლიდარობას დაუდასტურებს ისრაელის მთავრობასა და ხალხს“.